საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრიარქო წერს, რომ „პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, თუმცა პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა“.

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. საქართველოს საპატრიარქო თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ. შესაბამისი განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. 

პოლიციამ თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა - Sputnik საქართველო
პოლიციამ თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა

საპატრიარქო წერს, რომ „პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, თუმცა პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა“.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს აზრით, აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა.

საპატრიარქო ასევე მოუწოდებს ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, „გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე“.

ყველა ახალი ამბავი
0