22:26 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1212)
84 0 0

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დანაშაული რამდენიმე არასრულწლოვანმა ჩაიდინა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ბოროტმოქმედებმა პეკინის გამზირზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს, იუწყება პირველი არხი.

ქურდობა დილით, 06:40 საათზე მოხდა. ბოროტმოქმედებმა გატეხეს ვიტრინა და მაღაზიიდან 40 ათასი ლარის ღირებულების 30 მობილური ტელეფონი წაიღეს.

მაღაზიის თანამშრომლების განცხადებით, ეს გაქურდვის უკვე მეორე შემთხვევაა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერით მაღაზიის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ქურდობა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

გამოძიება სსკ-ის „ქურდობის“ მუხლით მიმდინარეობს, რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1212)

მთავარი თემები