ბაგებში მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა – არის დაშავებული

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს, დილით ბაგებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისში, ბაგებში „მეტრაპარკის“ ტერიტორიის მიმდებარედ მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო ერთმა ქალმა, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

პოლიციური ლენტი - Sputnik საქართველო
თბილისში ლიუბლიანას ქუჩაზე ავარია მოხდა

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0