თბილისში ლიუბლიანას ქუჩაზე ავარია მოხდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციური ლენტი
პოლიციური ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმანეთს Mercedes-ის და Audi-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი Mercedes-ის და Audi-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაშავებულები მოტეხილობებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0