სუს-მა დააკავა ჰაკერები, რომლებიც „მეტრომანის" ბარათს თანხის ჩაურიცხავად ავსებდნენ

© Pixabay / Pexelsჰაკერი
ჰაკერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „ჰაერიდან ფულის კეთება“ აღკვეთეს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან და თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურთან თანამშრომლობით სამი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ის პრეს-სამსახური ავრცელებს

TBC bank-ის განყოფილება - Sputnik საქართველო
ჰაკერებმა „თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ კლიენტები გაძარცვეს

საქართველოს მოქალაქეებს თეიმურაზ ბ-ს, მიხეილ ჯ-სა და გოგი მ-ს წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით, მოტყუებით ქონებრივი დაზიანება, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება ედებათ ბრალად.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ. გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით სხვადასხვა მოქალაქის სარგებლობაში არსებული „მეტრომანის“ ბარათების მონაცემებში უკანონოდ აღწევდნენ და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსს ასახავდნენ. გოგი მ., თავის მხრივ, უზრუნველყოფდა მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული გზით შევსებული ბარათების გამოყენებით მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე. ასევე დადგენილია, რომ რიგ შემთხვევებში ამგვარი ბარათების გამოყენებით ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები დღიური გეგმის შესრულებას ასახავდნენ.

სინგაპურში ჰაკერებმა პრემიერ-მინისტრის და რამდენიმე მინისტრის პირადი მონაცემები მოიპარეს >>>

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
საქართველომ დააკავა ჰაკერები, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით ათობით ათასი ადამიანი გაძარცვეს

ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი.

სუს-ის ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0