09:51 04 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1619)
20310

ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში 150 მეტრის მანძილზე იყო შესული.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ბათუმში, ახალ ბულვართან წყალზე მაშველებმა 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მაშველებმა ბათუმის პლაჟზე ქვეითად პატრულირებისას ზღვაში მამაკაცი შეამჩნიეს, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დაახლოებით 150 მეტრის მანძილზე იყო შესული.

„მაშველმა დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყოვნებლიც შეცურა მოქალაქის დასახმარებლად. დამხმარე ძალის ჩართვა საჭირო აღარ გახდა. მაშველმა ანრი ნემსაძემ თავად გამოიყვანა 18 წლის ბათუმელი თემურ მიქელაძე წყლიდან", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ის ახლა უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1619)

მთავარი თემები