02:37 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
მოსამართლის ჩაქუჩი

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (58)
8910

სასამართლომ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უკრაინელ ქალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული, ათი ბავშვის თანმხლები უკრაინელი იულია სუსლიაკი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.

მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობის ორი თვით გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ გაითვალისწინა და სუსლიაკს წინასწარი პატიმრობა 35 დღით გაუგრძელა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ სუსლიაკი შვილების გაყიდვას გეგმავდა.

ამჟამად ათივე ბავშვი უკრაინაშია, სამშობლოში ისინი უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავით წაიყვანეს.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ათივე ბავშვი უკრაინაში წაიყვანეს >>>

უკრაინის 37 წლის მოქალაქე იულია სუსლიაკი 8 აპრილს მოსკოვიდან ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა. სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. გამოძიება ამტკიცებდა, რომ ის ბავშვებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას. სწორედ იქ იმყოფება მისი მეუღლე იური სუსლიაკი.

შსს-ს ეჭვი გაუჩინა იმ ფაქტმა, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული. მოგვიანებით ექსპერტიზით გაირკვა, რომ ათივე ბავშვი იური სუსლიაკის შვილია, ამათგან ოთხი ბავშვი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (58)

მთავარი თემები