https://sputnik-georgia.com/20190608/policiam-TbilisSi-ukanono-cecxlsasroli-da-civi-iarari-amoiRo-245525352.html
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას „ეკოლ პ 29"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 08.06.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-06-08T14:47+0400
2019-06-08T14:47+0400
2021-10-19T16:58+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო
14:47 08.06.2019 (განახლებულია: 16:58 19.10.2021) სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას „ეკოლ პ 29"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. მ. წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ბრალდებით, ხოლო 2002 წელს დაბადებული ლ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გადამოწმების მიზნით სამართალდამცველებმა თბილისში ორი პირი შეაჩერეს. პოლიციამ მათი ვიზუალური დათვალიერების შედეგად, „ეკოლ პ 29"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია პირბადეები და პოლიეთილენის ბახილები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 238 პრიმა 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.