პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას „ეკოლ პ 29"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. მ. წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ბრალდებით, ხოლო 2002 წელს დაბადებული ლ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ლანჩხუთში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გადამოწმების მიზნით სამართალდამცველებმა თბილისში ორი პირი შეაჩერეს. პოლიციამ მათი ვიზუალური დათვალიერების შედეგად, „ეკოლ პ 29"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია პირბადეები და პოლიეთილენის ბახილები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 238 პრიმა 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0