რუსთავში ორსულ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთავში ორსულ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით, კაცი დააკავეს, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, მასზე სისტემატურად ძალადობდა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. რუსთავში ორსულ მეუღლეზე, არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ძალადობა ოჯახში - Sputnik საქართველო
ორსული ცოლის, სიდედრისა და 5 თვის ჩვილის ცემის ბრალდებით დაკავებული მოძალადე პატიმრობაშია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კაცი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე – 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ციხე - Sputnik საქართველო
ხონის მკვიდრს ორსული ცოლის ცემისთვის 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის, წინასწარი შეცნობით ოჯახური ნიშნით ორსული ქალის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 11′-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 126′ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 126′ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0