ხონის მკვიდრს ორსული ცოლის ცემისთვის 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: AFP 2020 / Christophe Petit Tessonციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი ექვსი თვის ორსულ მეუღლეს სისტემატურად სცემდა

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა შეუფარდა მამაკაცს, რომელიც ორსულ მეუღლეს ხუთი დღის განმავლობაში სცემდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გორში მამაკაცმა სცემა ცოლს, დაჭრა დედა და ბავშვს წამლები მისცა >>

დანაშაული ხონში მოხდა. პროკურორმა დაამტკიცა სასამართლოზე, რომ ბრალდებული 10-დან 15 ივნისამდე სისტემატურად სცემდა თავის ექვსი თვის ორსულ მეუღლეს იმის გამო, რომ აპრილის შუა რიცხვებში ის ოჯახური ძალადობისთვის დააკავეს.

მამაკაცი იმდენჯერ სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, რამდენჯერ პატიმრობაში გატარებული თვეები ახსენდებოდა.

პოლიციამ ბრალდებული 15 ივნისს დააკავა. მას ბრალდება წარედგინა სსკ-ის ორი მუხლით: „სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა“ და „ოჯახური ძალადობა“. სასამართლო გადაწყვეტილებას ის ციხეში ელოდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0