„ძალიან მაღალი კლასის მფრინავი იყო" - ავიაციის სააგენტო ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვერტმფრენმა Bell 505, რომელიც ყაზბეგის რაიონში ჩამოვარდა, გეგმური შემოწმება 22 მაისს გაიარა.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი Bell 505, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდა, გამართულ მდგომარეობაში იყო და მას გამოცდილი პილოტი მართავდა, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ვინ არიან დაღუპულები>>

შსს-ს ინფორმაციით, Rooms Hotel Kazbegi-ს კუთვნილი ვერტმფრენი სტეფანწმინდის ახლოს, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი სამი ადამიანი - ეკიპაჟის ორი წევრი და ერთი - სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ს თანამშრომელი. უფრო ადრე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპული არიან პილოტი, გიდი და ტურისტი.

„ამერიკულ-კანადური წარმოების მსუბუქი ხუთადგილიანი ვერტმფრენი 2018 წელს არის გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 ივნისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ჩატარებული აქვს ყველა გეგმური შემოწმება. ვერტმფრენს მართავდა ძალიან მაღალი კლასის მფრინავი. ჩვენთვისაც უცნობია, რამ გამოიწვია ეს შემთხვევა", - ნათქვამია განცხადებაში.

ყაზბეგის რაიონში უკვე გაემგზავრა დავით გიუნაშვილი - სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო ინციდენტების შემსწავლელი ბიუროს ხელმძღვანელი.

სასტუმრო რუმსის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა - Sputnik საქართველო
ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია სამი ადამიანი

ვერტმფრენმა ტექნიკური შემოწმება 22 მაისს გაიარა, განაცხადა Rooms Hotel Kazbegi-ს მფლობელი Adjara Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„სამწუხაროდ, გარდაცვლილია ჩვენი სამი თანამშრომელი, პილოტი და ორი თანამშრომელი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ვერტმფრენი ყაზბეგიდან აფრინდა და აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ტექნიკური პრობლემები ვერტმფრენს არ ჰქონია, ტექნიკურად გამართული იყო და 22 მაისს გავლილი ჰქონდა შემოწმება, შემოწმებას პერიოდულად გადიოდა. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად დადგინეს, რა და როგორ მოხდა", - განაცხადა ჩეხერიამ პირველ არხთან.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ექვსიდან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0