ხონის საკრებულოს თანამშრომლებს საფულეები მოპარეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხონში საკრებულოს თანამშრომლებს საფულეები მოპარეს. საკრებულოს ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, წაღებულია 500 ლარი.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ხონის საკრებულოს თანამშრომლებს საფულეები მოპარეს, დაკარგულია 500 ლარი. შემთხვევა გუშინ, 16:00-დან 17:00 საათამდე მოხდა. ინფორმაცია "კურიერს" სანდო წყარომ აცნობა. 

პატრული - Sputnik საქართველო
რუსთავის მერს ტრაქტორი და ღვინო მოპარეს

საკრებულოს ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, კრიმინალისტებმა უკვე აიღეს ანაბეჭდები და იკითხებიან თანამშრომლები. 

"თანამშრომლის საფულეები მოიპარეს, კარადა გატეხეს სამუშაო საათების დროს, მოპარულია 500 ლარამდე თანხა," - აცხადებს საკრებულოს თანამშრომელი.

ფაქტს ადასტურებენ შსს-შიც, თუმცა აცხადებენ, რომ საფულე არა რამდენიმე, არამედ ერთ თანამშრომელს მოპარეს, დაკარგული თანხის ოდენობა კი მათთვის ჯერჯერობით უცნობია.

უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარზე საქმე ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ვანსა და ხონში გიგი უგულავას ბანერები დააზიანეს - საქმეს შს სამინისტრო იძიებს >>>

ხონის საკრებულოში ეს ქურდობის მეორე შემთხვევაა. მიმდინარე წლის 30 იანვარს, ხონის საკრებულოში ღამის საათებში უცნობი პირები შევიდნენ. მათ იურიდიული განყოფილების უფროსის სამუშაო ოთახის კარი გატეხეს და პერსონალური კომპიუტერი წაიღეს. შენობაში კამერები არ არის.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0