ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია სამი ადამიანი

© Sputnik / STRINGERსასტუმრო "რუმსის" ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა
სასტუმრო რუმსის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ყაზბეგში, ყუროს მთის მახლობლად სასტუმრო „რუმსის" კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.

ვერტმფრენი დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0