16:31 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში (104)
6801

სამართალდამცველებმა 190 აბი „სუბოქსინი", ბუპრენორფინისა და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები და 10 გრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1966 წელს დაბადებული დ.ხ. და 1980 წელს დაბადებული ა.ჩ. აჭარაში დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 190 აბი „სუბოქსინი", ბუპრენორფინისა და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები და 10 გრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (104)

მთავარი თემები