ტყიბულში ორსართულიანი სახლი დაიწვა

© Sputnik / Denis Aslanovსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლის ჩაქრობას ხუთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ტყიბულის მუნიციპალიტეტში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

შემთხვევა სოფელ ზედუბანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლში 60 წლამდე ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ჩაქრობას ხუთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა.

ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0