03:02 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (38)
129 0 0

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმაზე, თუ რამ შეუშალა ხელი მოზარდების მკვლელობის გამოძიებას

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა არ გამორიცხა, რომ 2017 წელს თბილისში სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის გამოძიებამ ახალი ფიგურანტები გამოავლინოს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე: მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა>>

სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, 2017 წლის 1 დეკემბერს, 51-ე სკოლის 16 წლის ორი მოსწავლე, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ. მკვლელობაში დამნაშავედ სასამართლომ გუგა ბარბაქაძე და გიორგი ჯანაშია ცნო, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანები იყვნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორშაბათს ბარბაქაძეს 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა დადუნაშვილის მკვლელობისთვის, ხოლო ჯანაშიას - სარალიძის ჯგუფური მკვლელობისთვის. მეორე დღეს პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი დააკავა - მიხეილ კალანდია, რომელიც ასევე არასრულწლოვანი იყო დანაშაულის ჩადენის დროს. კალანდიას ბრალად ედება ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობა.

„გამოძიება გრძელდება და, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გარკვეული მიმართულებებით გაფართოვდეს, იმიტომ, რომ ეს არის რთული საქმე, ეს გახლავთ კომპლექსური საქმე. ახლა, დაკავების შემდეგ ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა გავაგრძელოთ და ვნახოთ, კიდევ რამე თუ გამოიკვეთება დამატებითი", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს - მოზარდების მკვლელობა და ამ სისხლის სამართლის საქმის დეტალების დაფარვა, ან ცრუ ჩვენებების მიცემა.

მეორე მიმართულების ფარგლებში გამოძიებამ დააკავა შვიდი ადამიანი, აქედან სამი გუშინ დაკავებული კალანდიას ნათესავები - მამა, უფროსი ძმა და ნათესავი, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი არიან. ამას გარდა, დაკავებულია მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიას ოჯახის მეგობარი მერაბ მორჩაძე.

გახარია ხორავას საქმეზე: სანამ მშობლები არ ჩათვლიან, რომ სამართალი დადგა...>>

რაც შეეხება საქმის დანარჩენ ფიგურანტებს, ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემაშია ბრალდებული, ხოლო ორი ზრდასრული ბრალდებულია გიორგი ჯანაშიას დახმარებაში, როდესაც ის მართლმსაჯულებას ემალებოდა.

მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში დაიწყო. ის მაშინ მკვლელობის მოწმის მიხეილ კალანდიას მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დაკავებას მოითხოვდა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების, ასევე, კალანდიას დაკავების შემდეგ, მოკლულის მამამ განაცხადა, რომ სამართლიანობა აღდგა და დასძინა, რომ ელოდება გამოძიების გაგრძელებას.

„მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა, მიხეილ კალანდია იყო ის პირი, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და გამოძიება რაღაც გზას დაადგა. ჩვენი შეფასებით, ეს იყო გამოძიების სტრატეგია, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო არასწორი სტრატეგია. დავუშვათ, რომ იყოს არასწორი სტრატეგია. ამ არასწორი სტრატეგიის გამო, ვთქვათ, რაღაც ღონისძიებები არ ჩატარდა – წმინდა სამართლებრივად, აპრიორი იმის მტკიცება, რომ გამომძიებელმა ან პროკურორმა ცალსახად დანაშაული ჩაიდინა, უბრალოდ, სამართლებრივად არასწორია", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ საქმის გამოძიება არ დასრულებულა და თუ ვინმეს პოლიციის ან პროკურატურის მიმართ კითხვები დარჩება, შსს ამას გამოიძიებს.

მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიება ეჭვობდა, რომ სარალიძე რამდენიმე ადამიანის მსხვერპლი გახდა, მაგრამ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტს ელოდებოდა.

თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (38)

მთავარი თემები