11:49 31 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6363
  • 100 RUB4.1226
  • USD3.2845
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (38)
130 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კალანდიას 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საუბარია ორი მოსწავლის – დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე, რომლებიც 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი გახდნენ.

ზაზა სარალიძე: „ყოველთვის მქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ“>>>

მიხეილ კალანდიას ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა, რომელიც ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

მანამდე კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო და ბრალდებული იყო დანაშაულის დაფარვაში. ის ორივე ინსტანციის სასამართლომ არაერთხელ შეცვლილი ჩვენების გამო არასანდო მოწმედ ცნო.

მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში დაიწყო. ის მაშინ მკვლელობის მოწმის მიხეილ კალანდიას მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დაკავებას მოითხოვდა.

იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდია, შესაძლოა, დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყოფილიყო, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგო კაპანაძემაც განაცხადა. ასეთი დასკვნის საფუძველი საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს კალანდია, სარალიძისა და გ.ჯ.-ს გაშველების დროს სარალიძეს ხელს ურტყამდა. ამ დროს გ.ჯ.-მ სარალიძეს დანა დაარტყა.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა

ამ დანაშაულის ჩადენისთვის მანამდე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. 2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გ.ბ. დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს, სასამართლომ იგი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ და 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელდა ის, რომ ბრალდების მხარეს არასაკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა.

2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვა განხილვა დასრულდა, რომელმაც დაადასტურა გამოძიების ვერსია იმის თაობაზე, რომ გ.ჯ.-მ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა. გ.ბ.-ს მიმართ კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

 

თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (38)

მთავარი თემები