ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „იკა მარტვილსკი" რუსეთიდან თურქეთში გააძევეს

© Pixabay / 3839153ხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი დანელია 2015 წელს ივანოვოს ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ე.წ.კანონიერი ქურდი ირაკლი დანელია, მეტსახელად „იკა მარტვილსკი" ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ თურქეთში გააძევა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპყრობილე - Sputnik საქართველო
კანონიერი ქურდი თუ პოლიტიკური ლტოლვილი – „ლავასოღლიმ“ შიმშილობა დაიწყო

ტელეკომპანიის ინფორმაციით, „კანონიერმა ქურდმა" სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაშოვის საპყრობილე 31 მაისს დატოვა, სასჯელს იგი ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიდა.

გათავისუფლების შემდეგ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური გამოძიების მთავარმა სამმართველომ იგი რუსეთში არასასურველ პირად გამოაცხადა. „იკა მარტვილსკი" სტამბულში დონის როსტივის აეროპორტიდან გაგზავნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი დანელია 2015 წელს ივანოვოს ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. მას სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ყველა ახალი ამბავი
0