12:03 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1359)
150801

16 წლის გოგონა, რომელიც საბურთალოზე, საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადავარდა, მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის და ჟურნალისტ ლულუ კახიანის შვილია.

16 წლის გოგონას ლენო გვარჯალაძის დაღუპვას მამა გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ლენო, მა, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია... მიყვარხარ... წუხელ ღამე აივნიდან გადაფრინდა ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ლამაზი შხვართალა ლენო...“ – წერს გიორგი გვარჯალაძე.

უბედური შემთხვევა საბურთალოზე გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. სკოლის დირექტორის თამარ ლოსაბერიძის განცხადებით, მომხდარის შესახებ სკოლამ ერთ-ერთი მოსწავლისგან დღეს, დილით გაიგო.

„გოგონას თანაკლასელს ერთ-ერთმა მოსწავლემ მისწერა, რაღაც მოხდაო. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თავიდან, შემდგომ გადავრეკეთ და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა. გამორჩეული გოგონა იყო, ზრდილობიანი, გამოირჩეოდა განათლებით", – განაცხადა სკოლის დირექტორმა თამარ ლოსაბერიძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1359)

მთავარი თემები