მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - სასამართლო განაჩენის გამოსატანად ემზადება

© photo: Supreme Court of Georgia / FB სასამართლო დარბაზი
სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააპელაციო სარჩელი შეტანილი აქვს როგორც პროკურორებს, ისე არასრულწლოვანთა დაცვის მხარეს, რომლებიც დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გაასამართლეს

თბილისის სააპელაციო სასამართლო შემდეგ კვირაში, სავარაუდოდ 3 ივნისს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეზე განაჩენს გამოიტანს.

საუბარია ორი მოსწავლის - დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე, რომლებიც 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი გახდნენ

მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – სასამართლომ განაჩენი გამოიტანა >>

საქმეში ფიგურირებს ორი არასრულწლოვანი, ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მეორე - დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. სარალიძის მკვლელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. 

განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა - ბრალდების მხარემ, რომელიც სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მკვლელობაში ბრალდებულად აღიარებას მოითხოვს, ხოლო დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებულები უდანაშაულონი არიან.

დავით სარალიძის მამამ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მისი ვერსია იმის შესახებ, რომ საქმეში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, თუმცა პროკურატურა თვეების განმავლობაში მის განცხადებას უგულებელყოფდა.

51-ე საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
ისევ დანების ტრიალი 51-ე სკოლაში: „ბოლო ზარზე“ მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმ პერიოდიდან ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე გაშლილია კარვები.

აქცია რაღაც დროით შეწყდა, ვიდრე საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობდა. თუმცა, იმის გამო, რომ კომისიის წევრებმა – ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა – ვერ მოახერხეს საქმის მასალების შესწავლასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება, სარალიძე კვლავ ქუჩაში გამოვიდა.

აჟიოტაჟის ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის ახალი გამოძიებით დაკავდა, რომლის ფარგლებშიც დ.ღ.-სთან ერთად კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი დააკავეს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც ასევე იყო სისხლიანი გარჩევის მონაწილე.

დავით სარალიძის მამა თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას აგრძელებს და თავისი შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვს. გაგრძელდება თუ არა მისი პროტესტი, ცნობილი ორშაბათს გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0