დავით კირკიტაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით კირკიტაძემ დღევანდელ სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კირკიტაძის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დღეს მიიღო. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმებისა და კირკიტაძისთვის ორწლიანი პირობითი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე. კირკიტაძესთან ერთად პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ვლადიმერ მუსაევის საქმეც იხილებოდა. თებერვალში სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ (5 ათასი ლარი) გაათავისუფლა.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ აღიარეს, მაგრამ ის მაინც პატიმრობაში რჩება

დავით კირკიტაძემ დღევანდელ სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

„ჩემთვის პოლიციელის პატივი და ღირსება მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო", – განაცხადა მან.

დავით კირკიტაძე გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

16 დეკემბერს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ოპოზიციონერები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას მარშრუტის შემოვლითი გზით გაგრძელების შესახებ და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც.

გამოძიების მონაცემებით, კირკიტაძე პოლიციის ავტობუსში შეღწევას ფანჯრიდან ცდილობდა და ტრანსპორტში მჯდომ პოლიციელს დაარტყა. თავად კირკიტაძე ბრალს არ აღიარებდა და დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებდა.

პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კირკიტაძისა და მუსაევის გარდა დააკავეს კიდევ ექვსი ადამიანი, მათ შორის პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 8 თებერვალს ვაშაძე დამნაშავედ ცნო და 3 ათასი ლარით დააჯარიმა, მელიასთან მიმართებით კი საქმის წარმოება შეწყდა.

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) ჰქონდა წარდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0