ახალი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან: რა გახდა 16 წლის გოგონას დაღუპვის მიზეზი

გამოწერა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, ნინოსხევის ჩანჩქერის მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა გახდა

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. 16 წლის გოგონას ცხედარი, რომელიც მაშველებმა მდინარეში რამდენიმე საათის წინ იპოვეს, იმ კლდის ქვეშ იყო შეტანილი, სადაც ნინოსხევის ჩანჩქერიდან გადმოსული წყალი გადის, იუწყება ქართული მედია.

მაშველები - Sputnik საქართველო
ტრაგედია ლაგოდეხში: მაშველებმა დაკარგული 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

უბედური შემთხვევა ლაგოდეხში გუშინ, დაახლოებით 16:00 საათისთვის მოხდა. თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე გურგენიანის ჩანჩქერზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ მათგანი მდინარე ნინოსხევში გადავარდა. რთული მეტეოროლოგიური პირობები მიუხედავად, გოგონას მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონა ბლოგერის და ჟურნალისტის სალომე ბარკერის და სოფიო ნიკოლეიშვილია. ბარკერმა საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნინოსხევის ჩანჩქერის ქვემოთ მდინარეში რამდენიმე მოზარდი ბანაობდა. ერთ-ერთი მათგანი დაგუბების ნაპირთან ახლოს მივიდა, საიდანაც წყალი კიდევ სამი მეტრის სიმაღლეზე ვარდება. გოგონამ დინების საწინააღმდეგოდ გამოცურვა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და წყალს გადაჰყვა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოსხევის ჩანჩქერის მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა გახდა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმედებაში გამოიხატა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0