06:49 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1806)
1710 0 0

ამ დროისთვის პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერილია და ამბულატორიულ მკურნალობას აგრძელებს.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ექსკურსიის დროს მცირეწლოვანი ბავშვი გალავნიდან გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაკურიანის საჯარო სკოლის პირველკლასელი ბავშვი ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა და დაცემისას სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს.

„კლინიკაში შემოყვანისას ბავშვს აღენიშნებოდა წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ესკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას", – განაცხადა ტრავმატოლოგმა კოტე ლაცაბიძემ.

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელის ბადრი გასპაროვის განცხადებით, ბავშვი დაახლოებით 3-4 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.

„უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებულია ბარიერები, როგორც ჩანს, ექსკურსიაზე მყოფი მოზარდი სწორედ ამ გალავანზე ავიდა და იქიდან გადმოვარდა. მუზეუმის ტერიტორიაზე არის სპეციალური გაფრთხილებები უსაფრთხოებისთვის, თუმცა მცირეწლოვანი ბავშვების თანმხლებმა პირებმაც მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ", – განაცხადა გასპაროვმა.

უბედური შემთხვევა მოხდა გუშინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც. გურგენიანის ნაკრძალში ექსკურსიის დროს თბილისის სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს, სავარაუდოდ, ნაპირზე ფეხი დაუცურდა და მდინარე ნინოსხევში გადავარდა. 16 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა ამ დილით იპოვეს.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1806)

მთავარი თემები