საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რომლის თანახმად სააკაშვილმა პატიმრობის სამი წელი უნდა მოიხადოს

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 2018 წლის 18 ივლისს ძალაში დატოვა მიხეილ სააკაშვილი განაჩენი ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 იანვარს სააკაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა სამწლიანი პატიმრობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო. სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილმა, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებით, შეასრულა ადრე მათთვის მიცემული პირობა და ამით დაარღვია გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლებები და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურა სააკაშვილის პერიოდში გამოტანილი განაჩენების გადახედვას აპირებს

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ სააკაშვილის გამართლება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე 2006 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე გახდა.

პროკურატურის მასალებით, ყველაფერი „შარდენ–ბარში“ ჩხუბით დაიწყო, სადაც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ - დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი, ვასილ სანოძე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, ასევე მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია. სანდრო გირგვლიანი ეკამათა თამარ სალაყაიას და თათია მაისურაძეს, რომელიც მაგიდასთან ახალაიასთან ერთად იჯდა. ახალაიამ ბარში გამოიძახა კუდ-ის თანამშრომლები, რომლებმაც მისი დავალებით გირგვლიანი და მისი მეგობარი სოფელ ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დათა ახალაიას 7,5 წლით პატიმრობა მიესაჯა >>

მოკლულის ოჯახი და ოპოზიცია ერთხმად აცხადებდნენ, რომ მკვლელობაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან გარეული. ისინი არამარტო შემსრულებლების, არამედ ორგანიზატორების დასჯას მოითხოვდნენ.

გირგვლიანის მკვლელობის განმეორებითი გამოძიება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს დაიწყო. პროკურატურამ გამოავლინა ახალი გარემოებები და დაადასტურა საქმეში მაღალჩინოსნების მონაწილეობის ვერსია. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი შვიდი პირის მიმართ გამოიტანა, მათ შორის ვანო მერაბიშვილის მიმართ, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მტკიცებულებების გაყალბებისათვის სამი წლით პატიმრობა შეეფარდა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის განაჩენი ძალაში დარჩა

ძალის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალი დაუსწრებლად წარედგინა გერონტი ალანიას, რომელმაც პატიმრობა ადრე მოიხადა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასაც, რომელმაც, პროკურატურის მონაცემებით, კუდ-ის მსჯავრდებულ ოფიცრებს ციხეში ყოფნის შეღავათიანი პირობებით უზრუნველყო. ასევე ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა დავით კოკიაშვილს, რომელიც მართავდა ავტომობილს, რომლითაც გირგვლიანი ოქროყანაში მიიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ახალი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს ოთხი ათასი ევრო გადაუხადა >>

 სააკაშვილმა 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ამით ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. ის გარკვეული პერიოდი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ 2016 წელს თანამდებობა სკანდალურად დატოვა. 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით ის ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც მიიღო მოწმობა, რომ შეუძლია იცხოვროს და იმუშაოს ევროკავშირის ქვეყნებში.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ცინიზმი და უზნეობა“ – ივანიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარების თაობაზე

გასული წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ - 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ცნო დამნაშავედ და მას დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით განიხილავს კიდევ ორ საქმეს - 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას.

ყველა ახალი ამბავი
0