01:34 22 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2583
  • 100 RUB4.4507
  • USD2.9354
ძროხა

ძროხების მასობრივი დახოცვა მარნეულში: რა შეემთხვა პირუტყვს

© Sputnik / Alex Tikhomirov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (622)
187 0 0

პირუტყვი პრეპარატის გამოყენებიდან ნახევარ საათში დაიხოცა

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. 50 სული ძროხა დაეხოცა ერთდროულად  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ერთ–ერთ ფერმერს, იუწყება პირველი არხი.

მეპატრონის ოჯახის წევრების განცხადებით, მათ ვეტერინარულ აფთიაქში საქონლის დასაბანი ტკიპას საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატი შეიძინეს, ძროხები სწორედ ამ ხსნარით დაბანეს და მინდორში გაუშვეს, ნახევარ საათში კი ყველა დახოცილი დახვდათ.

ფერმერს სოლიდური ზარალი მიადგა, მისი თქმით, საქონელი ბანკიდან გამოტანილი კრედიტით შეიძინა.

ადგილზე იმყოფებიან სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და დეტალებს არკვევენ.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ განაცხადა, დახოცილი ცხოველები შესაბამისი წესით განადგურდება.

„ნიმუშები იქნება აღებული და გადაგზავნილი ლაბორატორიაში მისი შემდგომი კვლევის მიზნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ განსაკუთრებით საშიშ ინფექციას ადგილი არ აქვს, ვინაიდან ეს არ არის კერა განსაკუთრებით საშიშ დაავადებაზე. რაც შეეხება ამ ცხოველებს, აუცილებლად განადგურდება შესაბამისი წესების დაცვით და არანაირი რისკი არ არსებობს, რომ აღნიშნული ხორცი მოხვდეს ბაზარზე.​ მეპარტრონეს გამოყენებული აქვს რამდენიმე სახის პრეპარატი და გადაჭარბებული დოზით. შესაბამისად, არსებობს დიდი რისკი, რომ ეს გამოეწვია პრეპარატების არაკვალიფიციურ გამოყენებას, ამიტომ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.

მისივე თქმით, კვლევის პირველადი პასუხი ორ დღეში გახდება ცნობილი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (622)

მთავარი თემები