პაატა იმნაძე: გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპების სეზონი იწყება

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიკოღო
კოღო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტკიპების მიერ გადამტანი დაავადებებიდან განსაკუთრებით საშიში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ციებ-ცხელების ვირუსია.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპების სეზონი გვიახლოვდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

იმნაძის თქმით, მწერები გადამდები დაავადებების გადამტანები არიან, ამიტომ ადამიანებმა ბუნებაში გასვლისას და საქონლის დამუშავებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ, ბუნებაში გასვლის წინ ტკიპებისგან თავის დასაცავად რეპელენტები (ნივთიერებები, რომლებიც აფრთხობენ ფეხსახსრიანებს) გამოიყენონ და საქონლის დამუშავებისას გამოიჩინონ სიფრთხილე – შიშველი, დაუცველი ხელით ნუ მოაშორებენ ძროხებს ტკიპებს, გამოიყენონ სპეციალური საშუალებები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია.

გრიპის ვირუსი თბილისში - Sputnik საქართველო
გრიპი ბრუნდება? - საქართველოში მარტში ვირუსის ახალ ტალღას ელოდებიან

„გაზაფხულზე მოსახლეობა იწყებს ბუნებაში გასვლას, განსაკუთრებით ფერმერები, გლეხები. მოახლოვდა ტკიპების სეზონიც და ჩვენი რეკომენდაციები იგივეა: თავი დავიცვათ ტკიპების კბენისგან მინდვრის სამუშაოების დროს, გამოვიყენოთ რეპელენტები", – აღნიშნა იმნაძემ.

ტკიპების გადამტანი დაავადებებიდან განსაკუთრებით საშიშია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ციებ-ცხელების ვირუსი.

ამასთან ერთად პაატა იმნაძემ ზამთრის სეზონზე გავრცელებული გრიპის ვირუსის შემთხვევები შეაჯამა და განაცხადა, რომ გრიპის შემთხვევებმა, დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ორნახევარჯერ იკლო (100 ათას ადამიანზე 100-130 მიმართვა). მისი თქმით, გრიპის სეზონი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში ე.წ. ღორის გრიპი (H1N1) აქტიურად ცირკულირებდა, ახლა კი H3N2 და B ტიპის ვირუსიც ცირკულირებს. ამ სეზონზე H1N1 გრიპისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 22 ადამიანს მიაღწია.

 

ყველა ახალი ამბავი
0