13:58 31 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (916)
233 0 0

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით თბილისში 67 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 მაისს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო კომპანიის სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (916)

მთავარი თემები