19:46 20 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
სასწრაფო დახმარების მანქანა

ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (523)
86 0 0

ელზა გამყრელიძე, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

თბილისი, 7 მაისი - Sputnik. საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები პენსიონერის, ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის მეუღლე, 76 წლის ელზა გამყრელიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.  

ელზა გამყრელიძე, რომელსაც მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობა თავის არეში, საავადმყოფოში 3 მაისს გადაიყვანეს. ამ დრომდე ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო ქალი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. 

85 წლის პენსიონერი შვილისა და რძლის, ასევე მეზობლად მცხოვრები ორი ნათესავის (ხანდაზმული ქალის და მისი ვაჟის) მკვლელობის ბრალდებით პარასკევს დააკავეს.

ყანდაურელები ამტკიცებენ, რომ ტრაგედია ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ბრალდებულმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. ეს მოსაზრება ემყარება იმ გარემოებას, რომ პენსიონერმა ნათესავებს თვითონ დაუძახა დასახმარებლად, იმ საბაბით, რომ მისი მეუღლე თავს ცუდად გრძნობდა. 

ერთ-ერთი ვერსიით, მას შემდეგ, რაც ნათესავები სახლში შევიდნენ, პენსიონერმა მათი მისამართით ცეცხლი გახსნა. შემდეგ მამაკაცმა მოკლა თავისი 54 წლის ვაჟი, ბოლოს – 44 წლის რძალი. მათი სამი არასრულწლოვანი შვილი ობლად დარჩა. 

ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (523)

მთავარი თემები