„ბლატები" თბილისში: ავტომობილები მერიის ყალბი საშვებით გადაადგილდებიან

გამოწერა
ყალბი საშვების გამოყენებით მფლობელები უფასო პარკირებით სარგებლობდნენ.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით კომპანიის დირექტორი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით დაამზადეს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სამართალდამცველი უწყების ავტომანქანების ყალბი საშვები, რომლის საშუალებით მფლობელი უფასო პარკირებით სარგებლობდა და გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზეც შედიოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0