კახეთს სტიქიამ კიდევ ერთხელ გადაუარა: დატბორილია ლაგოდეხისა და ახმეტის სოფლები

© photo: Lagodekhi / FBწყალდიდობა კახეთში
წყალდიდობა კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა ყვარლისა და თელავის  მუნიციპალიტეტებიც დააზარალა

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა და  ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები დაიტბორა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

წუხანდელი წვიმის შედეგად მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და ახმეტის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

ძლიერი სეტყვა თელავში - Sputnik საქართველო
კახეთს სტიქიამ გადაუარა – ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის თითქმის ყველა სოფელშიც. სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რამაც შიდა საუბნო  გზები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.  დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

„ჭარბმა ნალექმა დააზარალა ლაგოდეხის თითქმის ყველა სოფელი, განსაკუთრებით აფენის თემი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა. ამ წუთებშიც გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.

ძლიერმა სეტყვამ კახეთის სოფლები დააზარალა >>

თიანეთში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.

რამდენიმე დღის წინ ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა ყვარლისა და თელავის  მუნიციპალიტეტებიც დააზარალა.

ყველა ახალი ამბავი
0