18:06 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საკუთარ ჯვრისწერაზე

საქართველოში დაბრუნებული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი შსს-ში დაიბარეს

© photo: Sputnik /
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში (12)
134 0 0

ძალადობაში დადანაშაულებული თავადი შსს-ში მომდევნო კვირას გამოცხადდება.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეზე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც ცნობილია, საქართველოს სამეფო გვარის ბაგრატიონ-გრუზინსკების წარმომადგენლებმა – ნუგზარ ბაგრატიონმა და მისმა ქალიშვილმა ანამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ანას ყოფილ მეუღლეს, საქართველოს სამეფო სახლის სიმბოლიკის უკანონოდ გამოყენებაში დასდეს ბრალი და სასამართლოში უჩივლეს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ 2009 წელს იქორწინეს. ქორწილი საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველმა მონარქისტებმა ქორწილი ისტორიულ მოვლენად შეაფასეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი გიორგი შეეძინა. თუმცა დავითისა და ანას ოჯახურმა თანაცხოვრებამ დიდხანს არ გასტანა და 2013 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ანა ბაგრატიონმა პოლიციას ჩვენება მისცა და ყოფილი მეუღლე, თავად დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი საერთო შვილის თვალწინ ცოლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში დასდო ბრალი.

„დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა დაუდასტურა სამართალდამცველებს, რომ საქართველოში იმყოფება ბაგრატიონი და დღეს მოხდა მისი ოფიციალურად დაბარება გამოკითხვაზე”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო უწყებაში სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გამოცხადდება.

„ჯერ ნანახიც არ მყავს ბატონი დავითი. შევთანხმდებით ჩვენს სტრატეგიაზე და მივალთ გამოკითხვაზე”, – განაცხადა  ადვოკატი.

უნდა აღინიშნოს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი აპრილის დასაწყისში საქართველოდან ესპანეთში გაემგზავრა, რაც იმით ახსნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. თუმცა ეს გარემოება ანას ადვოკატმა ეჭვის ქვეშ დააყენა.

ამასობაში, სასამართლო დავის პარალელურად, მარტის ბოლოს, ანას ადვოკატებმა გამოაქვეყნეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დავითმა გაყრის შემდეგ, 2014 წლის 9 მაისს, ყოფილ მეუღლეს სცემა.

საქართველოს შს სამინისტრომ გამოძიება „ძალადობის“ მუხლით დაიწყო. ბაგრატიონ-გრუზინსკის არაერთხელ მიუცია ჩვენება პოლიციაში და ყოფილი მეუღლე საერთო შვილის თვალწინ მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაუდანაშაულებია.

 

თემები:
სკანდალი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში (12)

მთავარი თემები