ვაკე-საბურთალოს გზა გახსნილია: სამუშაოებში ალპინისტები ჩაერთვნენ

© photo: Tbilisi City Hall / FBკლდის ჩამოშლა თამარაშვილის ქუჩაზე
კლდის ჩამოშლა თამარაშვილის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, სადაც გუშინ კლდის მასა ჩამოიშალა, სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა სპეციალისტების რეკომენდაციებით, აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე 2 მაისს, გვიან ღამით ადგილი ჰქონდა კლდეზვავის ჩასახვა-გააქტიურებას, რის გამოც საავტომობილო გზა გადაიკეტა და შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვაკე-საბურთალოს გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა>>

ამ დროისთვის თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის განმეორების საფრთხე არ არსებობს, სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და პროცესების დამატებით შეფასება მიმდინარეობს.

„სპეციალისტების რეკომენდაციის შედეგად კლდის ფერდობზე დარჩენილი მასის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა, ასევე მოხდა გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული გრუნტის გატანა. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, საგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით, საჭიროა განხორციელდეს კლდის ფერდობზე არსებული მავთულის ბადის აღდგენა და პარალელურად რამდენიმე დარჩენილი ლოდის ჩამოშლა ალპინისტების მიერ", – აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალისტების რეკომენდაციის შესაბამისად, 3 მაისის დილიდან კლდის გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვნენ ალპინისტები, რომლებმაც ფერდობზე არსებული ნარჩენი კლდოვანი მასის ძირითადი ნაწილი ჩამოწმინდეს.

უწყების ინფორმაციით, მსგავს კლდეზვავ-ქვათაცვენის უბნებზე პერიოდულად ხდება პროცესების აქტივიზაცია, რაც კლდის მასის გეოლოგიურ აგებულებასა და გრავიტაციული პროცესებისადმი ადვილად დამყოლი ქანების არსებობას უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0