ვაკე-საბურთალოს გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა

გამოწერა
თამარაშვილის ქუჩაზე გზას მთლიანად მას მერე აღადგენენ, რაც ტერიტორიას ექსპერტები შეისწავლიან.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ვაკე-საბურთალოს გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე გადაკეტილია, რადგან წუხელ აქ კლდის მასა ჩამოინგრა.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

„დამცავმა ბადემ მაქსიმალურად შეაკავა ქვათაცვენა. ოპერატიულად იყო ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიცია. გადაიკეტა გზა", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ოთარ კერესელიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

ვაკე-საბურთალოს გზა უკვე გაწმინდეს, მაგრამ შეზღუდვები მაინც მოქმედებს. ტრანსპორტის მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც ადგილს სპეციალისტები შეისწავლიან.

ყველა ახალი ამბავი
0