14:43 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
112

თბილისში მხუთავი აირით ოთხი ბავშვი მოიწამლა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1027)
94 0 0

ბინაში მხუთავი აირის დაგროვება, სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისში მხუთავი აირით ოთხი არასრულწლოვანი მოიწამლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა, სადაც იორდანიიდან ჩამოსული ოჯახი, რამდენიმე კვირაა, ქირით ცხოვრობს. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლში მხუთავი აირის დაგროვება, სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია.

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებით, კომპანიის სპეციალისტებმა 2018 წელს თბილისში საცხოვრებელ ბინებში 70 ათასამდე კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი ჩახსნეს სისტემიდან.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1027)

მთავარი თემები