თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირით, ინტოქსიკაცია ხუთმა პირმა მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მოწამლულებს შორის ორი მცირეწლოვანი - 5 თვის და 3-წლამდე ასაკის ბავშვები არიან.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვები ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, უფროსები კი ცენტრალურ საავადმყოფოში.
ექიმების განცხადებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი, სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ოჯახში ინტოქსიკაციის ფაქტი ბოლო პერიოდში უკვე მეორედ დაფიქსირდა. თავდაპირველად, მხუთავი აირის გაჟონვა ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან მოხდა.