17:42 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ძლიერი სეტყვა თელავში

კახეთს სტიქიამ გადაუარა – ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

© photo: Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (207)
86 0 0

რამდენიმე დღის წინ სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტიც დააზარალა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გუშინ თელავის მუნიციპალიტეტში სტიქია დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც ყველაზე მეტად სოფლები ვარდისუბანი, კურდღელაური, შალაური და კისისხევი დააზიანა. უხვი ნალექი და სეტყვა იყო თელავშიც.

სტიქიის შედეგად განადგურდა ვენახები და ხეხილის ბაღები. მდინარეებზე წყლის დონის მომატების შედეგად ღვარცოფისგან ჩამოტანილმა ხეებმა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებმა სანიაღვრე არხები ჩაკეტა, ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები.

„სეტყვამ და ნალექმა ძირითადად დასახლებულ ადგილებზე გადაიარა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სერიოზულ ზარალზე არაა საუბარი", – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. სტიქიის შედეგად სოფელ შილდაში დაახლოებით 300 ჰექტარი ვენახი განადგურდა.

 

თემები:
უამინდობა საქართველოში (207)

მთავარი თემები