სტიქია ყვარელში: ვენახები თითქმის განადგურებულია

გამოწერა
სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ყვარლის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაითვლის.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სეტყვის შედეგად 300 ჰექტარამდე ვენახი დაისეტყვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პრველი არხი.

არსებული ინფორმაციით, სტიქიამ ვენახები თითქმის მთლიანად გაანადგურა.

სეტყვა თელავში - Sputnik საქართველო
ძლიერი სეტყვა თელავში - თვითმხილველის ვიდეოკადრები

ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა. შედეგად თელავი-ყვარლის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო. ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა თავისუფალია.

სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ყვარლის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაითვლის.

ყველა ახალი ამბავი
0