სათაფლიის ტყეში დაკარგულ ტურისტებს შორის ორი მოზარდი იყო

© Sputnik / Alexander Imedashviliსამაშველო სამსახური
სამაშველო სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტები სათაფლიის მღვიმის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ტყეში შევიდნენ და იქიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. მაშველებმა გზააბნეული ექვსი ტურისტი სათაფლიის ტყიდან გამოიყვანეს, ნათქვამია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები სათაფლიის მღვიმის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ტყეში შევიდნენ და იქიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. გზააბნეული მოქალაქეები მაშველებმა შეტყობინების მიღებიდან 35 წუთში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართული იყვნენ წყალტუბოს პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.

სამძებრო ოპერაცია მდინარე რიონზე - Sputnik საქართველო
მაშველებმა მდინარიდან მამაკაცი და ძაღლი გამოიყვანეს

დაკარგულ ტურისტებს შორის იყვნენ ორი მოზარდი და თურქეთის ერთი მოქალაქე. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს, აცხადებენ უწყებაში.

სათაფლიის ნაკრძალი ქუთაისიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იგი გაშენებულია 350 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც იშვიათი ჯიშის ხეები, უნიკალური მღვიმეებია და ქანები დინოზავრების განამარხებული ნაკვალევით.

სათაფლიას დასახელება თაფლთან დაკავშირებით გაჩნდა. უძველეს დროში აქ ფუტკრები ცხოვრობდნენ და ხალხი თაფლისთვის მოდიოდა.

სათაფლიაში აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახისმჭამელი დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი ბუნების უნიკალური მოვლენაა. გეოლოგიურ წარსულში, როცა აქ ზღვის სანაპირო იყო (50-60 მლნ წლის წინ), ამ მიდამოებში დინოზავრებმა გაიარეს და დატოვეს ნაკვალევი. ნაკვალევი ქანების ორ ფენაზეა წარმოდგენილი, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0