თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. ხელვაჩაურის სოფელ თხილნარში, მდინარე ჭოროხიდან მაშველებმა 32 წლის მამაკაცი და ძაღლი უვნებლად გამოიყვანეს, აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, წყლის დონის მომატების შედეგად, მამაკაცი, საკუთარ ძაღლთან ერთად, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.