თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. სოფელ ჩუმლაყში 69 წლის მამაკაცმა შვილი ცივი იარაღით მოკლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 69 წლის მამაკაცმა საკუთარ შვილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა. 40 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შვილის მკვლელობისთვის ბრალდებული უკვე დაკავებულია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.