15:24 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
სასწრაფო დახმარება

თელავის საავადმყოფოში აქციაზე დაშავებული 30 პაციენტი რჩება

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
არა ჰესის მშენებლობას: დაძაბულობა პანკისის ხეობაში (28)
146 0 0

საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას დაშავებული პოლიციელები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა

თბილისი, 21 აპრილი- Sputnik. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციისას დაშავებული 30 პაციენტია მოთავსებული,  მათ შორის 27 სამართალდამცველი, ერთი ჟურნალისტი და აქციის ორი მონაწილე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი  შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა შორისაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობაში დამატებითი ძალები იქნა შეყვანილი.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, არც ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის  მდგომარეობა მძიმე არ არის.

„დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი არც ერთი დაზიანება არ აღენიშნებათ. ძირითადი ნაწილი დღეს გაეწერება, დაკვირვება რამდენიმე პაციენტზე გაგრძელდება. ქირურგიული ჩარევა არც ერთ პაციენტს სჭირდება“, - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას დაშავებული პოლიციელები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა. მისი განცხადებით,  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და უწყება დაპირისპირების ყველა ვიდეოკადრს შეისწავლეს.

„მოვინახულე დაშავებული პოლიციის თანამშრომლები. ძირითადად, ეს გახლავთ ნასროლი ქვებისგან მიღებული დაზიანებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი. ამას ვპირდები თითოეულ პოლიციელსა და ჩვენს მოქალაქეს“, - განაცხადა გახარიამ.

შექმნილი ვითარების გამო დღეს პანკისის ხეობაში ჩავიდნენ  გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები. შინაგან საქმეთა მინისტრმა  აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

თემები:
არა ჰესის მშენებლობას: დაძაბულობა პანკისის ხეობაში (28)

მთავარი თემები