16:00 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
Отделение Либерти банк

რა თანხის გატანა შეძლო სამმა შეიარაღებულმა პირმა Liberty Bank-დან

© Sputnik / Levan Avlabreli
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (531)
137 0 0

ამ დროისთვის თავდამსხმელების დაკავების მიზნით ინტენსიური ღონისძიებები ტარდება.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. უცნობმა პირებმა, რომლებიც ვარკეთილში მდებარე ლიბერთი ბანკის" (Liberty Bank) ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხნენ, დაახლოებით 2 ათასი ლარი წაიღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარასკევს, დილით სამი ნიღბიანი შეიარაღებული პირი სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალს თავს დაესხა, რის შედეგადაც თავის ტრავმა მიიღო ორმა ქალმა – ბანკის კლიენტებმა.

ამ დროისთვის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ყაჩაღობის" მუხლით, რაც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად თავდამსხმელების დაკავების ინტენსიური ღონისძიებები ტარდება.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (531)

მთავარი თემები