ტრაგედია ქარელთან: ბათუმი–თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მწყემსს დაეჯახა

© photo: Sputnik / Denis Aslanovმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქარელის რაიონის სოფელ ქვემო ხვედურეთთან ბათუმი–თბილისის ჩქაროსნული მატარებელი 40 წლამდე ასაკის მწყემსს დაეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ქუთაისში და-ძმას მატარებელი დაეჯახა

გავრცელებული ინფორმაციით, მწყემსი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0