09:20 27 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2356
  • 100 RUB4.5039
  • USD2.8470
პოლიციის ლენტი

თავდასხმა გურიაში - უცნობმა პირებმა ერთ-ერთი ფერმერის სახლი დაცხრილეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (289)
119 0 0

წინასწარი ინფორმაციით, ფერმერის საცხოვრებელ სახლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია მოხვდა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. გურიაში უცნობმა პირებმა, ერთ-ერთი ფერმერის, თემურ ქამადაძის სახლი დაცხრილეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა სოფელ ხვარბეთში, გუშინ გვიან ღამით მოხდა.

შემთხვევის დროს ქამადაძე სახლში მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია მოხვდა.

დაზარალებული მომხდარს უკავშირებს მის მიერ ადგილობრივ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს - ის ორი წლის წინ მომხდარი ძარცვის გამოუძიებლობას აპროტესტებდა და ოზურგეთის პოლიციის წინ საპროტესტო აქციას აანონსებდა. თემურ ქამადაძე აცხადებდა, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და სიმბოლურად, პოლიციის შენობასთან ჩალის მიტანას გეგმავდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (289)

მთავარი თემები