თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ავთო კიკნაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როცა მან უნივერსიტეტის შენობასთან ავტომობილი გააჩერა. ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.