01:24 08 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1632)
16402

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ავთო კიკნაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როცა მან უნივერსიტეტის შენობასთან ავტომობილი გააჩერა. ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1632)

მთავარი თემები