23:46 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სექს-სკანდალი საქართველოში: ფარული ვიდეოჩანაწერები (13)
243 0 0

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ YouTube-ზე ატვირთული ვიდეო მას ეხება.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

იმის შესახებ, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრები გაჩნდა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განაცხადა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

სკანდალური ვიდეო ბესელიაზე – დაკავებულია კიდევ ერთი პირი>>>

„სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით. სხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პროცესი რომ დასრულდება, მეტი დეტალის თქმის საშუალება მექნება", – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი სიტყვებით, მოზარდმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკარები YouTube-ზე ატვირთა.

„მოზარდის მიერ არის ატვირთული ეს ვიდეო. როგორც ჩემთვის ცნობილია, აღიარებს ამ ქმედებას. ინტერესი პირადი თემა არ ყოფილა. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა. ვიდეო უბრალოდ YouTube-ზე ატვირთა. შემკვეთი ამ ეტაპზე არ იკვეთება. შსს-ს გვაკისრია ჩვენი ვალდებულება, რომ დანაშაული როგორც კი მოხდება, დროულად აღვკვეთოთ", – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ YouTube-ზე ატვირთული ვიდეოკადრები მას ეხება.

„პერსონალური თავდასხმების შტურმის ფონზე ისევ გააქტიურდა ჩემზე უკანონო ჩანაწერების გავრცელება. ესეც შემთხვევით ხდება? მინდა კითხვებზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების მხრიდან. როცა მედიამ ამის თაობაზე მითხრა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდი, ეს ფაქტი ვაცნობე, მათ არ ჰქონდათ ეს ინფორმაცია, ჩემგან გაიგეს. ჩემგან რატომ გაიგეს? ქვეყანაში მოქალაქეები უფრო მეტად დაცულები უნდა იყვნენ თუ არა? ჩემ დაცვაზე ნაკლებად იზრუნონ, რადგან „ნაციონალების" დროს მიჩვეული ვარ პერსონალურ შტურმს, ბევრი რამ გავიარე, ამაში გამოწრთობილი ვარ და ახლა შტურმს საკუთარი პარტიისგან ვხედავ", – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იგი ამ დრომდე ელოდება პასუხს კითხვაზე, ვინ არის ვიდეოკადრების გავრცელების დამკვეთი.

„აქამდე არ ან ვერ არის ნაპოვნი დამკვეთი, ველოდები პირველ საქმეზე დამკვეთსა და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით ერთ თვეში კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურისგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს – რა ჰქვია ამ ყველაფერს. მათგან პასუხებს ველოდები", – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბოლო ფაქტი იანვრის ბოლოს მოხდა. სკანდალური ვიდეოების გავრცელება ინტერნეტში 28 იანვრიდან დაიწყო. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში სულ 18 ადამიანი მიეცა.

მათ ბრალი ედებათ იმაში, რომ ისინი სკანდალურ ვიდეოჩანაწერებს ინახავდნენ და სოციალური ქსელისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ავრცელებდნენ მას. დაკავებულებს ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

თემები:
სექს-სკანდალი საქართველოში: ფარული ვიდეოჩანაწერები (13)

მთავარი თემები