მალხაზ კობაურს თავისუფლების უვადო აღკვეთა შეუფარდეს

© Sputnik / Alex Shlamovგორის სასამართლო
გორის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი დღის წინ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ კობაური ერთხმად ცნო დამნაშავედ რაიან სმიტის, მისი მეუღლე ლორასა და ოთხი წლის შვილის მკვლელობის საქმეში.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს მალხაზ კობაურს თავისუფლების უვადო აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.

სმიტების ოჯახის მკვლელობა: ცნობილია სასჯელის გამოცხადების თარიღი>>>

25 მარტს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ კობაური ერთხმად ცნო დამნაშავედ რაიან სმიტის, მისი მეუღლე ლორასა და ოთხი წლის შვილის მკვლელობაში.

სმიტების ოჯახი - Sputnik საქართველო
სმიტების ოჯახის მკვლელობა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა

მალხაზ კობაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მხარს უჭერდა ბრალდების მხარე. პროკურატურის განცხადებით, ვინაიდან ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, მოკლულია სამი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი სამართლიანი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთაა.

2018 წლის ივლისის დასაწყისში ხადას ხეობაში რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა და მათი 4 წლის ბავშვი მოკლული იპოვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაური დააკავეს, რომელიც სმიტების ოჯახს გიდობას უწევდა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 4 ივლისს კობაური ხადას ხეობაში რაიან და ლორა სმიტებს და მათ ოთხი წლის შვილს შეხვდა, რომლებიც ხეობაში ტურისტებად იმყოფებოდნენ. მწყემსმა ლორა სმიტის გაუპატიურება გადაწყვიტა, მისი მეუღლე და ბავშვი ხეობის სიღრმეში შეიტყუა და მოულოდნელად რაიან სმიტს ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ კი თავში. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სმიტების ოჯახის მკვლელობის ქრონოლოგია – პროკურატურამ ახალი დეტალები გამოაქვეყნა>>>

გამოძიების ვერსიით, ამის შემდეგ კობაურმა ოთხი წლის ბავშვი მოკლა. მან ბავშვს ჯერ მარჯვენა მხარსა და ბარძაყში ესროლა, შემდეგ მიბჯენით თავში. შემდეგ კობაურმა გააუპატიურა ლორა სმიტი და წყალში დაახრჩო.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
სმიტების ოჯახის მკვლელობის ქრონოლოგია – პროკურატურამ ახალი დეტალები გამოაქვეყნა

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ სანადირო თოფის ლულაზე, რომლითაც იყო მოკლული სმიტების ოჯახი, 4 წლის ბავშვის გენეტიკური მასალა აღმოჩნდა, რაც ადასტურებს, რომ გასროლა მიბჯენით განხორციელდა.

ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ მოკლულების ცხედრებიდან ამოღებული საფანტის ფრაგმენტები ეკუთვნის იარაღის სწორედ იმ ტიპს, რომელიც მწყემსს ჰქონდა. გამომძიებლებმა საწვიმარში გახვეული თოფი მწყემსების დროებითი საცხოვრისიდან 30 მეტრში იპოვეს.

მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ", მე-2 ნაწილის „ბ", მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0