საქართველომ ჯეკ შეფერდის ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო ჩაქუჩი
სასამართლო ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგლისის მოქალაქე დათანხმდა დიდ ბრიტანეთში დაბრუნებაზე, სადაც მას დაუსწრებლად ექვსი წლით პატიმრობა შეეფარდა

თბილისი, 26 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდის ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ინგლისის მიერ ძებნილმა შეფერდმა ქართული ციხე აირჩია >>

დიდ ბრიტანეთში შეფერდი 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის დაუსწრებლად გაასამართლეს.

შეფერდი საქართველოში 2018 წლის მარტიდან იმყოფება. იანვრის ბოლოს ის თავად მივიდა თბილისის პოლიციაში და ქართველი ადვოკატების თანდასწრებით ჩაბარდა. მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებიდან 11 დღე იყო გასული.

პოლიციის შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
ბრიტანელი ძებნილი თბილისში პოლიციას თავად ჩაბარდა

სამშაბათს სასამართლოზე შეფერდმა, რომელიც აქამდე ექსტრადიციის წინააღმდეგი იყო, სამშობლოში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა.

რაც შეეხება საქმის დეტალებს, BBC-ს მონაცემებით, ინციდენტი 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა, როდესაც შეფერდმა ბრაუნი პაემანზე დაპატიჟა. თავიდან ისინი რესტორანში წავიდნენ, შემდეგ კი მდინარე ტემზის სანაპიროზე გასეირნება გადაწყვიტეს. შეფერდმა ქალს მდინარეზე კატარღით გასეირნება შესთავაზა, რომელიც, მამაკაცის თქმით, მას ეკუთვნოდა. კატარღა, რომელსაც შეფერდი მართავდა, გაურკვეველი მიზეზით ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი წყალში გადავარდნენ.

შეფერდმა გადარჩენა შეძლო, შარლოტა ბრაუნი კი მოგვიანებით მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი მდინარის ცივ წყალში დიდი ხნით ყოფნის გამო გარდაიცვალა.

დიდი ბრიტანეთის შსს-მ დამნაშავის დაკავებაში დახმარებისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა >>

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შეფერდი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში, რომელიც უხეში გაუფრთხილებლობის გამო იყო ჩადენილი და 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

მან დიდი ბრიტანეთი მას შემდეგ დატოვა, რაც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.  ინგლისელმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შარლოტას მამის შურისძიების ეშინოდა, რომელიც, შეფერდის სიტყვებით, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0